გიორგი ბარამიძე - ჩვენ ვართ ისტორიული უსამართლობის მომსწრე - ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები, მიშა სააკაშვილი აშენებდა და საფუძველს უყრიდა ისეთ საქართველოს, როგორსაც დავით აღმაშენებელი აშენებდა

ამ წიგნში არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ურთიერთობებისა, საუბრებისა და კონტაქტებისა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა, რათა საქართველო უკეთესი და ძლიერი ყოფილიყო, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, რუსთავში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს დატოვებს და ქვეყნის განვითარებას გააგრძელებს.

„რუსთავს ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერი ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც სულ იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გადარჩენის ამ რეფერენდუმზეც გაიმარჯვებს ამ რუსეთთან მოთანამშრომლე, პუტინის გეგმის შემსრულებელ ხელისუფლებაზე და საქართველოს ერთიანად დავაბრუნებთ ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ გიულის კიდევ ერთხელ: დედას აჩვენეს შვილის მკვლელობის მცდელობის სურათი, ამ ყველაფერმა მის თვალწინ გაიარა და როგორ პოულობს ძალას, რომ ამ საშინელ საცობებში, დღეში ორჯერ მივიდეს თავის შვილთან, საკვები მიუტანოს და თან გადაიტანოს ფსიქოლოგიურად ის, რაც დღეს თითოეულ ჩვენგანს აწუხებს: ნაცვლად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამსახურში იყოს გარეთ, ეკონტაქტებოდეს მსოფლიო ლიდერებს, ჰქონდეს ის ბერკეტები, რომლებიც უნდა ჰქონდეს ხალხის მსახურებისთვის, დღეს ციხეში ზის, როცა პუტინის მონა მომჯდარია ქვეყანას.

ჩვენ ვართ ისტორიული უსამართლობის მომსწრე. 33 წელიწადია, მე მიშას ვიცნობ და ვმეგობრობთ, მას პირადი ცხოვრება, ცალკე, მოწყვეტით, საქართველოს ინტერესებიდან და საქართველოს საქმიდან არ ჰქონია და აი, აქ არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ურთიერთობებისა, იმ საუბრებისა და კონტაქტებისა, რომლებსაც ის ახორციელებდა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო უკეთესი და ძლიერი, და მათ შორის იმისთვის, რომ რუსეთისგან დროებით ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა გაეტარებინა მთელ მსოფლიოში, რასაც ახლა, აი, ასე უტიფრად, თავხედურად, უნამუსოდ ანგრევს, მოღალატე ბორია ივანიშვილი, რის უფლებასაც, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს.

დარწმუნებული ვარ, რომ სადაც არ უნდა შევიკრიბოთ, იქნება ეს დიდი თუ მცირე დარბაზი, რუსთავის ორგანიზაცია ყოველთვის იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და ჩვენ 26 ოქტომბერს გავათავისუფლებთ ამ მოღალატეებისგან საქართველოს, რა თქმა უნდა, გავათავისუფლებთ მიშას და ყველა პოლიტპატიმარს, ვინც არის ამ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული, ხოლო შემდეგ, რა თქმა უნდა, მიშას მოუწევს მერე ბევრი ამდაგვარი წიგნის დაწერა, წინ აღმშენებლობის დიდი გზაა.

ამ ნაძირალებმა, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელ კაცს, საქართველოს მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს და მას არა აქვს საშუალება, ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და ხალხს შეხვდეს. დარწმუნებული ვარ, ამ გამარჯვების შემდეგ მიშას იმდენი, რამ ექნება გასაკეთებელი და გააკეთებს კიდეც, რაც წაადგება ქვეყნის განვითარებას და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, რასაც ვპირდებით მოსახლეობას, ის მხოლოდ მინიმუმია იმისა, რასაც გავაკეთებთ.

ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები, მიშა სააკაშვილი აშენებდა და საფუძველს უყრიდა ისეთ საქართველოს, როგორსაც აშენებდა დავით აღმაშენებელი. ბოლოს იმას ვიტყვი, რატომ თქვა ივანიშვილმა ის, რაც ყველა პატრიოტი ქართველისთვის მიუღებელია, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ საქართველოს ერთიანობის მტრებს?

უამრავი ეთნიკური ოსი, უამრავი ეთნიკური აფხაზი არის საქართველოს ერთიანობის მომხრე, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრად მეტი ეთნიკური ოსი ცხოვრობს, ვიდრე ოკუპირებულზე. რატომ თქვა ეს ივანიშვილმა და რატომ მოიკიდა მტრად საქართველოს მეგობარი ქვეყნები? იმიტომ რომ, დავალება აქვს მიღებული, გააკეთოს ეს, სანამ ხელისუფლებაშია.

პუტინმა, მისმა უფროსმა, უკეთესად იცის, რომ ის აგებს და აი, რომ აგებენ, იმიტომ უნდა მოასწრონ ყველანაირი ნაძირალობა და ღალატი, 20%-ზე მეტი მხარდაჭერა არსად არა აქვთ, ძალადობითა და მოსყიდვითაც კი. ეცდებიან რაღაცებს, მაგრამ არ გამოუვათ, არ ეყოფათ ძალა არც სუს-ის, არც ჯიბის სასამართლოს, არც ჯიბის ცესკოს მაქინაციებით და ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე რუსთავში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას, მესამე პრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივანთან დავით კირკიტაძესთან ერთად დაესწრო.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში