პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ხვდებიან

პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ხვდებიან.

ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე იმყოფებიან დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ჰერმან საბო, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე.

საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, საუბარი შეეხება საარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, ფიზიკურ ძალადობას, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მხრივ არსებულ პრობლემებს და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კლიმატს.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ისაუბრებენ„პარლამენტის მიერ მიღებულ რუსულ კანონებსა და ქვეყანაში დამკვიდრებულ რუსული სტილის მმართველობაზე“.

დღესვე, პარლამენტში, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიას „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს