შალვა პაპუაშვილი - რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ითქვა, რომ „ეს თაღლითები, თურმე ქართველმა ხალხმა უნდა მოიშოროს“ - როგორ შეგვხედავენ თვალებში, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება?!

რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ითქვა, რომ „ეს თაღლითები, თურმე ქართველმა ხალხმა უნდა მოიშოროს“, ეს ამერიკის სენატის წევრმა თქვა - ამაზე მძიმე და ამასთან ახლოს მყოფიც კი არასდროს გვითქვამს, ანუ, საკითხი პირიქითაა - როგორ შეგვხედავენ თვალებში, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ?!- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეხვდებიან ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ ბრალდებების შემდეგ, რასაც „ქართული ოცნება“ დასავლეთის მისამართით აჟღერებს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, „ზოგიერთი ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ხელისუფლებას და ხალხს ყოფს“.

„გვახსოვს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულება, რომ ცალკე არის მთავრობა, რომელიც უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს. ზოგიერთი - შინაც და გარეთაც ამ რუსული სტილის ნარატივით ძალიან გაერთო, როდესაც საუბრობს ქართველ ხალხზე და იმაზე, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება რაღაც გამჭვირვალე შუშაა და ხალხს იმის იქით ხედავენ. საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხალხის წარმომადგენელია. ამიტომ, ქვეყნების ერთმანეთთან საუბრის დროს ხელისუფლება - ხელისუფლებასთან საუბრობს. როდესაც ერთ ქვეყანას აქვს პრეტენზია, მეორე ქვეყნის ხელისუფლებას თავზე გადაახტეს და ესაუბროს ხალხს, ამას სხვა ტერმინოლოგია ჰქვია ისტორიაშიც და საერთაშორისო სამართალშიც. ხოლო, რასაც ღირებულებები ჰქვია, ეს ასახულია გაეროს წესდებაში, რომელიც „ჩაურევლობის პრინციპს“ ამკვიდრებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება