შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას და ერთადერთი ნუგეში არის ის, რომ მისი ვადის ბოლომდე ორი თვე დარჩა

რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, არ ვიცი, უკვე ისეთ ზღვარზე მივედით, რთულია რაიმეს კომენტირება. ის ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას და ერთადერთი ნუგეში არის ის, რომ მისი ვადის ბოლომდე ორი თვე დარჩა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ცესკო-ს მოწოდებას გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციური ორგანოების შეურაცხყოფაზეა გადასული.

[სალომე ზურაბიშვილი] არღვევს კონსტიტუციას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას შეშფოთებით ვუყურებთ, ვაკვირდებით, სადამდე მიდის კონსტიტუციის დარღვევის მისი ნაბიჯები. მან, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო დემოკრატიულ ინსტიტუტს ბრძოლა გამოუცხადა. დაასახელეთ, რომელიმე კონსტიტუციური ორგანო, რომელზეც ის არათუ კრიტიკულია, არამედ პირდაპირ შეურაცხყოფაზეა გადასული ყველას მიმართ. გახსოვთ, საკონსტიტუციო სასამართლოზე, რა ეპითეტებს იყენებდა, ეროვნულ ბანკზე, რა ეპითეტებს იყენებდა, ცესკო-ზე რა ეპითეტებს იყენებდა, პარლამენტზე აღარაფერს ვამბობ, ჩვენ მიმართ რა მიდგომები აქვს. სასამართლოზე, რა ეპითეტებს იყენებს ადამიანი, რომელიც საქართველოში უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ჩვენ მაშინვე ვთქვით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეინარჩუნა სალომე ზურაბიშვილი ამ პოზიციაზე და იმით, რომ მაშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა და ამით კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი თანამდებობაზე დარჩა, ეს იყო გარიგება, რომ შემდეგ მას დესტრუქციაში შესაბამისი როლი უნდა ეთამაშა და ვნახეთ, რაც არის და ჩვენ ყოველდღიურად ამის მოწმე ვართ. ეს ზუსტადაც გარედან არის ნაკარნახევი, თამაში, რომლითაც ისინი ანგრევენ სახელმწიფო სისტემას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

ამასთან, როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროა, რომ ცესკო-ს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომლის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში არაერთხელ განუმარტეს ის რეგულაციები და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხს არეგულირებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს