იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა ჩინეთის პროვინციის, კუეიჭოუს დელეგაციას უმასპინძლა

იმერეთს საქმიანი ვიზიტით პირველად კუეიჭოუს პროვინციის ვიცე გუბერნატორი, პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ძია ლიძუნი სტუმრობს.

ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციის წევრებმა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს, რის შედეგადაც ახალ ეტაპზე გადავა როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.

დელეგაციების მხრიდან დადებითად შეფასდა, საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის დაწესება, რაც მათივე თქმით, კიდევ უფრო ზრდის ტურიზმის სფეროს ინტერესს საქართველოს მიმართ.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, სადაც სტუმრებს იმერეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონის ეკონომიკურ, ინდუსტრიულ და ტურისტულ მიმართულებაზე.

"საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მეგობრობა ნათლად აჩვენებს იმას, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ძლიერდება. მყარია როგორც პოლიტიკური ნდობა, ისე ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობა.

სახელმწიფოებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონის დონეზე დაწყებული ახალი პროექტები და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. დღევანდელი შეხვედრა კი არის შესაძლებლობა იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გავეცნოთ ჩვენი რეგიონების პოტენციალს და გავზარდოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია იმერული ღვინის პოპულარიზაციისთვის ახალი ბაზრების მოძიება და ამ მიმართულებით უკვე არსებული სავაჭრო გზების გაფართოება. ჩინეთი, როგორც საექსპორტო ქვეყანა იწვევს მაღალ ინტერესს და უნდა შევძლოთ მყარი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ჩვენ მზად ვართ, თანამშრომლობისთვის და მრავალწლიანი მეგობრობის გაძლიერებისთვის" - განაცხადა შეხვედრაზე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქუთაისისა და წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში სხვა შეხვედრებსაც გამართავს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა