ხათუნა სამნიძე - ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი პარტნიორების ვიზიტები და ასეთი ტიპის შეხვედრები, ეს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ამ ქვეყნის გვერდით

ამ შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოზე და ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებაზე ვსაუბრობდით, კერძოდ, რა პრობლემებიცაა ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ვიზიტები და შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი პარტნიორების ვიზიტები და ასეთი ტიპის შეხვედრები. ეს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ამ ქვეყნის გვერდით, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და არა რომელიმე პარტიის მხარდამჭერები. სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი აკეთებს ძალიან მავნებლურ განცხადებებს და ცდილობს ყველა იმ საერთაშორისო მეგობრის და სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არჩევნების შედეგებზე სამართლიანი დასკვნა გააკეთოს.

ამ შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოზე და ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებაზე ვსაუბრობდით, კერძოდ, რა პრობლემებიცაა ქვეყანაში - ინსტიტუტები, რომლებსაც არ აქვს ნდობა იმის გამო, როგორ ნაბიჯებსაც დგამენ. მაგალითად: ცესკო, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელში ინსტრუმენტად იქცა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ „რუსულ კანონზე“, რომელიც არის ასევე, ინსტრუმენტი იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოხდეს და ის პროპაგანდა გაღვივდეს, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ გვესმის - თურმე ყველა ვისაც აქვს განსხვავებული აზრი ან ხელისუფლებას აკონტროლებს არის ამ ქვეყანაში აგენტი. გარდა ამისა, ფიზიკურ ძალადობაზეც ვისაუბრეთ. ასევე, პროპაგანდა, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ისმის - ზიზღი, სიძულვილი, ამ ქვეყანაში განსხვავებულის გაქრობა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ განწყობებზე თავის ასახვას პოვებს. დარწმუნებული ვარ, პროპაგანდა ისეთი დოზით არ მუშაობს, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა, ამიტომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო საშინელი ხდება ის თავისი შინაარსით“, - განაცხადა სამნიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე