საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებს შეხვდნენ

საინტერესო შეხვედრა, საინტერესო თემატიკით. რაც მთავარია, ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს, თავიანთ სფეროში მომავალ პროფესიონალებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სიახლეებს და ამავდროულად, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით ჩამოეყალიბებინათ სპეციფიკური კონცეფცია. დაესვათ კვალიფიციური კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა სტუდენტებთან „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ლავრენტი გუდავაძე, ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტები „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა რექტორმა გახსნა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რეფორმები და სიახლეები საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი პირობაა.

“კაპიტალის წყაროების დივერსიფიცირება და საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს ეხება და მოითხოვს სიფრთხილეს, რისკების გათვლას. „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებმა გაგვაცნეს პროდუქტი, რომელსაც ისინი ოთხი წელია ჰქმნიან და რომელიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში აპრობირებულია. ესაა, მე ვიტყოდი, აქტივების მართვის ხელოვნება. ცნობილია, რომ დღეს მსოფლიოში აქტივების მმართველი კომპანიები ძირითადად საინვესტიციო ფონდების პორტფელის მართვას ახორციელებენ. მაგალითად, ფართოდ არის გავრცელებული საპენსიო ფონდების აქტივების მართვა აქტივების მმართველი კომპანიის მიერ. აქტივების მმართველი კომპანიის უპირატესობა კი არის მისი ექსპერტიზა და საინვესტიციო საქმიანობის ცოდნა. შესაბამისად, გარკვეული ფინანსური რესურსების მფლობელებს ურჩევნიათ, მომსახურებისთვის გარკვეული თანხა გადაიხადონ და აქტივების მართვა გამოცდილ კომპანიებს მიანდონ, განახორციელონ ინვესტიციები, რასაც მათი კლიენტები ინდივიდუალურად ვერ შეძლებდნენ. ეს საქართველოსთვის სიახლეა. სწორედ ამ და სხვა საკითხებზე იყო „ფორსაითის“ წამომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან. ვთვლი, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში ჩატარდა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, “ფორსაით ჯგუფის” უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ, დამსწრე საზოგადოებას, ორგანიზაციის ისტორია, სამოქმედო გეგმა გააცნო და კითხვებს გასცა პასუხები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში