მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოში არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო საგარეო აქტიურობის ფონზე - გვესმის ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება, ეს ინფორმაცია მიეწოდებათ პარტნიორებს

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თბილისში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან, რათა 26 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, ჰქონდეთ ობიექტურად შეფასების სურვილი, შესაძლებლობა და შეაფასონ საქართველოში არჩევნები ობიექტურ ინფორმაციასა და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით.

“ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან. ეს მისია მოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მიერ, რათა 26 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდეს და მისიის მთავარი მიზანია, წინასაარჩევნო გარემო გაიცნოს, მოუსმინოს სხვადასხვა მხარეს, მოუსმინოს სხვადასხვა პარტიებს და, რა თქმა უნდა, შემდეგ გააკეთოს შეფასებები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორია წინასაარჩევნო გარემო, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა გამოწვევებს ვაწყდებით ამ პროცესში და ვუპასუხეთ იმ კითხვებს, რაც მათ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მთავარია, რომ იმ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, ჰქონდეთ ობიექტურად შეფასების სურვილი, შესაძლებლობა და შეაფასონ საქართველოში არჩევნები ობიექტურ ინფორმაციასა და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავად არჩევნები და, მითუმეტეს, საქართველოში არჩევნები, რომელიც მიმდინარეობს უპრეცედენტო საგარეო აქტიურობის ფონზე.

ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი განცხადება, რომელიც არ არის ხოლმე გამყარებული ფაქტებით. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციებიც მიეწოდებათ ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო მისიის წევრებს და ჩვენი შესაძლებლობებისა და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა უწყებას და თუ კითხვები აქვთ, რომლებიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციაში შედის, ეს კითხვები შესაბამის უწყებასთან დასვან”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს