საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციის წევრები: თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ, წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კანონმდებლობა, რომელიც „ქართული ოცნების" დამსახურებით გაუარესებულია. სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრისას ამ საკითხზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ძალადობრივი გარემო, რომლის მტკიცებულებები პარტია „საქართველოსთვის" სახელით სტუმრებს გავაცანი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, სადამკვირვებლო მისიის წევრებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული პრობლემები.

„შეხვედრაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან საკმაოდ მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ყველა დარღვევა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მოხდება, დაფიქსირებული და შეფასებული იქნება", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

როგორც პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს პარტნიორებს კარგად ესმით.

„ეს არჩევნები საქართველოსთვის გზაგასაყარი იქნება რუსეთსა და ევროპას შორის, ავტოკრატიასა და თავისუფალ ქვეყანას შორის. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული არჩევნებია და სწორედ ამას ადასტურებს განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი მის მიმართ. ჩვენ ყველა ფაქტსა და ტენდენციაზე ვისაუბრეთ, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ ერიდება არც კანონის დარღვევას და არც ძალადობას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე