სალომე სამადაშვილი - კობახიძის ერთადერთი მისია ამერიკაში არის ის, რომ გაარკვიოს რამდენად სწრაფად ემუქრება ივანიშვილს ფინანსური სანქციის დაწესება

კობახიძის ერთადერთი მისია დღეს ამერიკაში არის ის, რომ გაარკვიოს რამდენად სწრაფად ემუქრება ივანიშვილს ფინანსური სანქციის დაწესება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც, შეაფასა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტი.

მისივე თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რამეს გააკეთებს, რაც საქართველოს ინტერესებშია.

“კობახიძის, რომელიც ივანიშვილს წარმოადგენს, ერთადერთი მისია დღეს ამერიკაში არის ის, რომ გაარკვიოს რამდენად სწრაფად ემუქრება ივანიშვილს ფინანსური სანქციის დაწესება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

კობახიძისგან არ გვაქვს მოლოდინი, რომ რამეს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რადგან ის ემსახურება პუტინს და არა ქართულ ინტერესებს. ამიტომ ჩვენ მოვისმინეთ სიცარიელე გამოსვლის ნაცვლად, ამიტომ არაფერს არ ველოდები გაეროში მისი გამოსვლისგან. თუ კობახიძე გააგრძელებს იმ ხაზს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გორში დაიწყო, რაც საფუძვლის მომზადებაა იმისთვის, რომ ჩამოიშალოს არაღიარების პოლიტიკა და უკვე რუსული ახალი მოთხოვნა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების თაობაზე, არ გამიკვირდება.

ქართველმა ხალხმა ყურადღებით უნდა შეხედოს თუ ვინ მართავს დღეს ქვეყანას, რა არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი 26 ოქტომბერს- ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა წყდება სულ რამდენიმე კვირაში”,- განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, პარტნიორები ხედავენ არჩევნებში ჩარევის მცდელობას, ამიტომ არიან დასანქცირებული “ქართული ოცნების” წევრები.

“მე ვხედავ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ნამდვილად ხედავენ არჩევნებში ჩარევის მცდელობას, ამიტომაც არის დასანქცირებული “ქართული ოცნების”, ივანიშვილის და პაპუაშვილის მოკავშირეები, მაგალითად, ოთარ ფარცხალაძე. ასევე, ამიტომ მოხდა დამატებით 4 პირის დასანქცირება და “მაგნიტსკის სიის” ქვეშ შეყვანა, ამიტომ არის საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის შემდგომი სანქციების სამიზნე თუ ის ქართველი ხალხის თავისუფალი ნებისთვის ხელისშეშლას შეეცდება. ასე რომ, ჩვენი პარტნიორების აზრით, არჩევნებში გარე ჩარევა მომდინარეობს იმ რეჟიმისგან, რომლის ამოცანაა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს განადგურება და ამ ჩარევის მიზანია, მათი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სახით შეინარჩუნონ ქვეყნის მართვის სადავეებში, რასაც არც ქართველი ხალხი დაუშვებს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები”,- განაცხადა სამადაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო