ირაკლი ნადარეიშვილი - გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო პოზიციონირებს რეგიონში, როგორც  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მზარდი და მიმზიდველი ცენტრი

რამდენიმე წლის წინ ჩვენ ადგილობრივი ინოვაციური სტარტაპ - ეკოსისტემის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულად განვსაზღვრეთ და ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის სხვადასხვა ხელშეწყობის ინსტრუმენტები დავნერგეთ. შედეგად, მთავრობის მიერ ჩადებულმა დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიციამ, მხარდაჭერილ სტარტაპებს მისცა საშუალება დაეგენერირებინათ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი. გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო პოზიციონირებს რეგიონში, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მზარდი და მიმზიდველი ცენტრი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კომპანიის Data Center Solutions-ის (DCS) პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამი წლის წინ საქართველოს მთავრობამ, ქვეყანაში ტექნოლოგიური სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით, შემოიღო საერთაშორისო კომპანიის სპეციალური სტატუსი მნიშვნელოვანი საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებით. ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნული პროექტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის დასტურია 120-ზე მეტი საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც საქართველოში გახსნა ოფისი, ასევე IT სერვისების მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტი, რომელმაც გასულ წელს 2.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე დააანონსა ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ცენტრის ამოქმედება, რომელიც გააერთიანებს ტექნოლოგიურ პარკს, ტექნოლოგიების მუზეუმს, სხვადასხვა ტექნო ლაბორატორიებს, საერთაშორისო IT სკოლას, საერთაშორისო აქსელერატორს და AI მონაცემთა ცენტრს. მისი თქმით, ეს ინიციატივა, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის კვლევის, განვითარებისა და კომერციალიზაციის კატალიზატორი გახდება.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება მთავრობის სხვა ინიციატივებზე, რომლებიც მიმართული იქნება ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ DCS-ის პარტნიორი კომპანიები არიან Virtuozzo, Olmait, Allegronet. კომპანია, პირველ ეტაპზე, პოტენციურ დამკვეთებს პარტნიორი, ამერიკული კომპანიის Cloud სერვისებს სთავაზობს. შემდეგი ეტაპი კი, მონაცემთა ცენტრების მშენებლობაა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე