გიგა ლემონჯავა - საქართველოს ყველა მეგობარი ხედავს, რომ 26 ოქტომბერს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები

საქართველოს ყველა მეგობარი ხედავს, რომ 26 ოქტომბერს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა წევრმა გიგა ლემონჯავამ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით 26 ოქტომბრის არჩევნების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

“ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ძალიან კარგად ესმით საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი, ამ არჩევნების მნიშვნელობა. ამ არჩევნებს არც დასავლეთში, არც ევროპაში არავინ უყურებს, როგორც ჩვეულებრივს. საქართველოს ყველა მეგობარი ხედავს, რომ ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც ერთ მხარეს დგას რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მეორე მხარეს დგას დემოკრატიული ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა.

სასიხარულოა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით ამ არჩევნების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. პარტნიორების სადამკვირვებლო მისიის მასშტაბი, დამოკიდებულებები ნათელს ხდის იმას, რომ მათი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ არის სწორი”,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა