ილია დარჩიაშვილი - სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ

სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა მიმართულებით უვიზოდ გადაადგილება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები იმოგზაურებენ სავიზო შეზღუდვების გარეშე ხსენებულ რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და მეორეს მხრივ, ჰონგ-კონგი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ცენტრი და ეს რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენს ბიზნეს წარმომადგენლებს, ბიზნეს სექტორს იმისთვის, რომ ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე იმოგზაურონ ჰონგ-კონგში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უვიზო მიმოსვლა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ გადაადგილება და ასევე, ხელი შევუწყოთ, რომ თავისუფლად შეძლონ სასურველი მიმართულებით მოგზაურობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. გვაქვს დიდი ნუსხა, ქვეყნების, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე მოგზაურობენ და მომავალში გაგრძელდება ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გადაადგილდნენ საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით