კახა ქემოკლიძე - გიორგი გახარია წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება ბევრ ადამიანს, ამაში გასაკვირი არაფერია - შალელაშვილის პარტიასთან ჩვენი გაერთიანების საკითხი არ მგონია, იდგეს

გიორგი გახარია ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, შესაბამისად, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რასაც აჟღერებენ, უბრალოდ აბსურდია - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის შოთა შალელაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გახარიასა და შალელაშვილის პარტიების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„შეხვედრასთან დაკავშირებით ასეთი წვრილმანი დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც „იმედს“ უყვარს ხოლმე ღრმა კონსპირაციული თეორიების ბაზაზე აბსურდული მოსაზრებების აგება, ისეა ეგ ამბავი გამოტანილი, არაფერი მსგავსი არ ხდება. სურათის ინტერიერით ვცნობ, რომ, დიდი ალბათობით, ეგ არის „თბილისი მარიოტის“ ჰოლი, შესაბამისად, მანდ არაფერი კონსპირაციული არ არის და, რა თქმა უნდა, ეგ მოსაზრება, რომელსაც აჟღერებენ, უბრალოდ აბსურდია.

გიორგი გახარია ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, შესაბამისად, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. მის პარტიასთან ჩვენი გაერთიანების საკითხი არ მგონია, იდგეს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, „იმედმა“ გამოაქვეყნა გიორგი გახარიასა და შოთა შალელაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტო. როგორც „ქრონიკა“ იუწყება, გახარია შალელაშვილს პარტიულ სიაში, ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ, 2 მილიონ ლარს სთხოვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება