ბიზნესფედერაციამ „ქალები მომავლისთვის” ქალთა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა

300-მდე მონაწილე გააერთიანა ქალთა ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც 24 სექტემბერს ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის”, Gazelle Finance-მა და Visa-მ გამართეს. “ქალები ბიზნესში” ამ სახელწოდების ღონისძიებაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოში, ასევე შესაძლებლობები, რომლებსაც ქალებს ამ კუთხით საერთაშორისო, საჯარო თუ კერძო სექტორი სთავაზობს.

სხვადასხვა მიზეზის გამო მილიონამდე შრომისუნარიანი ქალი(15 წელს ზემოთ ასაკის კატეგორია) საქართველოში დღეს ეკონომიკაში ჩართული საერთოდ არ არის, მეორე ნაწილი კი, ვინც ბიზნესით არის დაინტერესებული, არაერთ გამოწვევას აწყდება, მათ შორის ერთერთი მნიშვნელოვანი ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

სწორედ ამ თემებზე გააკეთეს აქცენტი პანელური სესიების დროს, რომელსაც “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე და ბორდის წევრი ქეთევან ქვარცხავა უძღვებოდნენ. დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო საფინანსო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. პანელის მონაწილეებმა - ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, USAID-ისა და EBRD-ის წარმომადგენლებმა - იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დგამენ საქართველოში ფინანსებზე და საკონსულტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. მეორე მხრივ, კერძო საფინანსო ინსტიტუტებმა ისაუბრეს დაფინანსების სხვადასხვა არხების, პროექტების შესახებ; ხოლო სახელმწიფო უწყებების - „აწარმოე საქართველოში“, „სოფლის განვითარების პროგრამა“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ - წარმომადგენლებმა აქცენტი საგრანტო და თანადაფინანსების პროექტებზე გააკეთეს, რომლებიც საქართველოში სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მეწარმე ქალები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ ინფორმაცია, მათს რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ.

ეკონომიკური ფორუმი წარმატებული ქალების მოკლე გამოსვლებით გაგრძელდა: Women Talks: “მარცხი = შესაძლებლობა”. ამ ნაწილში სპიკერებმა გამოცდილება გააზიარეს და მოყვნენ საკუთარ ისტორიებს, როგორ აქციეს მარცხი ახალ გამოცდილებად. ეკონომიკური ფორუმი ქოუჩინგის სესიამ - “საჯარო გამოსვლის ტექნიკები” - დაასრულა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში