ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანას არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი აქვს შემუშავებული, ახლა მნიშვნელოვანი მათი აღსრულებაა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ნარჩენების მართვის, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის შემცირებისა და მწვანე ეკონომიკის დანერგვის საკითხებზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით, ქვეყანას არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, ახლა მნიშვნელოვანი მათი განხორციელებაა და სწორედ ამ ნაწილში სჭირდება ქვეყანას გაეროს სხვადასხვა ინსტიტუციის მხარდაჭერა.

„ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის და პლასტიკის გამოყენების შემცირების მიმართულებით შედეგების მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა, ამისთვის კერძო სექტორთან და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა აუცილებელია“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

უწყების განმარტებით, ორმხრივ შეხვედრაზე ნარჩენების მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის დაწყებაზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის სურსათის და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ნარჩენების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტია და საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული. გარემოს დაცვის, კერძოდ ნარჩენების მართვის მიმართულებით შეგვიძლია ევროპული საუკეთესო პრაქტიკა გაგიზიაროთ“, - განაცხადა დაგლას უებმა.

სამინისტროს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შემცირების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, გარემოსდაცვითი მონიტორინგის და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო