კახა კალაძე - ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, ე.წ. ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, ე.წ. ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, ხოლო მიმდინარე წელს 24 600 კვ.მ ფართობის პარკი სრულად რეაბილიტირდა.

„რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სოკოს ფორმის სასმელი წყლის ხუთი შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პარკი 29 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.

„მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. დედაქალაქს რეკრეაციული სივრცეები ყველაზე მეტად სჭირდება. აღნიშნულ პარკს 29 სექტემბერს საზეიმოდ გავხსნით. საღამოს რვა საათზე, ე.წ. ციციშვილის პარკში „გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გელოდებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს