კახა კალაძის განცხადებით, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის ხანგრძლივი პროცესი დასრულდა

ივერთუბნის დასახლებაში, სადაც წყალარინების ქსელები არ არსებობდა და ადგილობრივები წლების განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება გრძელდება და წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.

„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წლების განმავლობაში პრობლემა იყო, არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები იქ არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ 2022 წელს დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომლის შედეგადაც ეტაპობრივად ხდებოდა ყველა მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგება. კერძოდ, 2022 წელს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში 32 ქუჩაზე მოვაწყვეთ წყალარინების ცენტრალური ქსელები და მასზე 1 000-მდე ოჯახი დავაერთეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში გასულ წელს, რამდენიმე მისამართზე გზაც მოწესრიგდა.

„დასახლებაში დარჩა სხვა ქუჩებიც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. აღნიშნული პროექტი წელს დაიგეგმა და უკვე დავიწყეთ საგზაო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, 15 ქუჩასა და ჩიხში გზის სავალი ნაწილი მოეწყობა და ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში