შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება - ისინი უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დაკავებულია მაღალი მატერიის საკითხებით

სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება - ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დიდი პოლიტიკითაა დაკავებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილს „პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია“.

„1 000 მსჯავრდებული, რომელიც ერთი კვირაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ატარებს, არის იქ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი თაღლითი ხაზარაძის და გახარიას საკითხებითაა დაკავებული. მას მსჯავრდებულებისთვის არ სცალია, ეს მდგომარეობა გვაქვს. ფაქტობრივად, პროფანაციად აქცია სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი, აბსოლუტურად, მისთვის აღარანაირი წესი არ არის, პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია, როგორც თანამდებობა.

ხედავთ, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემს, კონსტიტუციას ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს. მათ შორის, ამ რაღაც წინასაარჩევნო პერიპეტიებით დაკავებულია, რომელიც მისი საქმე არ არის და ამ დროს კონსტიტუციასაც არღვევს. მაშინ, როდესაც ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან და მას 1 000 ადამიანი ელოდება. ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი თავის ოჯახებში არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დაკავებულია მაღალი მატერიის საკითხებით, დიდი პოლიტიკითაა დაკავებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა