შალვა პაპუაშვილი - „ქართული ქარტია“ საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფურცელი

ეს ქარტია საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა, ვისაც ამ ქარტიაზე ხელი აქვს მოწერილი, სამარცხვინოდ შევლენ საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან პაპუაშვილის შეფასებით, მათ ქართველი ერი შეუმდგარ ერად და საქართველო „ბანანის რესპუბლიკად“ გამოაცხადეს.

„ის, ვინც ეს ქარტია შეადგინა და ხელი მოწერა, მათ საქართველოს „ბანანის რესპუბლიკა“ დაარქვეს. ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უნარი, აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციურ ვადაში 4 წლით ქვეყანას მართავს. ქალბატონმა სალომემ კიდევაც თქვა, რომ პოლიტიკური უკულტურობა არისო და საერთოდ, ამ ხალხს თან უკულტუროები უწოდა. ტექსტზე ხელი მოაწერინა და მერე ყველას „უკულტურო“ უწოდა, არ გაქვთ უნარი, შეთანხმდეთ თუ მარტოთ ქვეყანაო. ჩვეულებრივად, „ბაბანის რესპუბლიკად“ გამოგვაცხადა ქალბატონმა სალომემ და იმ ხალხმა, ვინც ხელი მოაწერეს. ქალბატონ სალომეს ადრეც ნათქვამი აქვს - პრეზიდენტი ხალხთან უნდა იყოს, ოღონდ ცოტა მაღლაო. მგონი, ნამეტანი აიწია და ზემოდან გვიყურებს ქართველ ხალხს და შეუმდგარ ქვეყნად და სახელმწიფოდ მივაჩნივართ, ეს არის სირცხვილი. ეს ქარტია საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფურცელი. ყველა, ვისაც ხელი აქვს ამ ქარტიაზე მოწერილი, სამარცხვინოდ შევლენ საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან ეს არის ის ხალხი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფო შეუმდგარ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ქართველი ერი შეუმდგარ ერად და საქართველო ბანანის რესპუბლიკად, რომელსაც მათ თვალში იმის უნარიც არ აქვს, რომ თავისი ხელისუფლება კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადით აირჩიოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება