ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი გეგმების განხორციელების ერთადერთი გზაა, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გასტუმრებული იქნას ხელისუფლებიდან იმისთვის, რომ დავიწყოთ ქვეყნის მშენებლობა

ჩვენი გეგმების განხორციელების ერთადერთი გზაა, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გასტუმრებული იქნას ხელისუფლებიდან იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, - აღნიშნულის განცხადება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ქუთაისში გააკეთა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, მათ კოალიციას შეუერთდა კოტე ჭარხალაშვილი. ამასთან, მან ქუთაისის ფუნქციურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქუთაისი არის მკაფიო მაგალითი იმ უნიათო და მავნებლური მმართველობის, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ ბოლო 12 წლის განმავლობაში. იმ შეუსრულებელი დაპირებების, რომელიც გაცემული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით და ჩვენს უკან დგას სწორედ ერთ-ერთი ასეთი დანგრეული შენობა, ყოფილი ქარხანა, დასაქმების მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც დღეს, გაპარტახებულია და რა თქმა უნდა, არაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ ეს ქარხანა აღდგენილიყო, მეტიც, ადამიანები, რომლებიც ამ ქარხნის ირგვლივ ცხოვრობდნენ, ქალაქიდან წავიდნენ. ქუთაისი, რომელიც ზომით საქართველოს მეორე ქალაქი იყო, დღეს უკვე მეოთხე ქალაქი გახდა და ვინც დარჩა, ამ არაჩვეულებრივი, უზარმაზარი ტრადიციების მქონე ქალაქიდან წასვლაზე ფიქრობს.

ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ იღებს პირობას, რომ ქუთაისი დაიბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს ისტორიული კუთხით, საქართველოს ისტორიაში ყოველთვის და გამორჩეულად, როგორც საგანმანათლებლო, ინდუსტრიული, კულტურული ცენტრი, ქუთაისი კვლავ ამოქმედდება და საქართველოს გული კვლავ გაცოცხლდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ამავდროულად, ქუთაისში შექმნიან ასობით ახალ სამუშაო ადგილს, იმიტომ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება ნიშნავს იმას, რომ ის მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს ასევე ქუთაისი განვითარებაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება