„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გამართეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, ისინი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რათა „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით“ გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.

ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს აფერხებს.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ და მოვითხოვთ, გონივრულ ვადებში დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს ყველაფერი აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს.

ირაკლი კობახიძე ამერიკაში იმყოფება, სწორედ ის არის ავტორი ამ კანონის და მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესების პოლარიზებას იწვევს და მიუღებელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მორალურ ზნეობრივი თვალსაზრისით, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ასე საკითხების მნიშვნელობას უნდა გრძნობდეს და გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ მიიღოს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ჩხაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება