კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე - საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინ აფინანსებს და რაში ხარჯავენ თანხებს

კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გამტარები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „აირჩიე ევროპას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, როგორც „გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“, ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაევალათ.

მისივე განმარტებით, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, სახელმწიფო მათ მიმართ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„რა რეპრესიებზეა საუბარი, როდესაც გამჭვირვალობას ვითხოვთ. უბრალოდ, ისინი გამტარები არიან ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა სახის ინფორმაციაზე - საიდან შემოდის თანხები, ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაში იხარჯება ეს ფული. არ ვიცი, ისინი გამოაქვეყნებენ თუ არა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვინც კანონს დაარღვევს, მათ მიმართ სახელმწიფო უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე