კახა კალაძე - ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისინი, ვინც კრიმინალებს, როგორიცაა ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი გვარამია და მელია, დემოკრატიის შუქურას უწოდებენ

როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ამჟამად კი, სხვადასხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს გაეროში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ის სხვადასხვა შეხვედრას, როგორც უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი მონაწილე, ესწრება.

„ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისევ ისინი, ვინც ისეთ კრიმინალებს, როგორებიც არიან ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის გვარამიათი, მელიათი, უწოდებენ დემოკრატიის შუქურას. ახალგაზრდებს რომ ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, ადამიანებს საკუთარ ქონებას ართმევდნენ და სახელმწიფოზე აფორმებინებდნენ, შეზღუდული იყო გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, არ არსებობდა მედია პლურალიზმი, ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. მე ხომ არ ვცდები, ხომ ასე გვეუბნებოდნენ? ხალხი ყველაფერს ვხედავთ, ვაფასებთ რეალურად, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, კარგად ვიცით, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ამ ქვეყნის მოყვარე, საქართველოს ხელისუფლება ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ საკუთარ ინტერესს და ხალხს და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავის აგენტურას ხელი დააფარონ. რაც არ უნდა კრიმინალები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის შუქურები არიან. როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ქართველი ხალხი ამ ყველაფერზე 26 ოქტომბერს გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო