კახა კალაძე გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის მიმდინარე პროექტს გაეცნო

გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერს აწყობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი ორეტაპიანია.

„ორ ეტაპად გავყავით აღნიშნული სამუშაოები. გასულ წელს დავასრულეთ პირველი ნაწილი და ადგილობრივ მოსახლეობას მაშინვე დავპირდით, რომ სივრცე მთლიანად მოწესრიგდებოდა. ძალიან მიხარია, რომ მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა აქ მაქვს გატარებული, მიმდებარე კორპუსში. ეს სივრცე გამწვანდება, განათდება, მოეწყობა ფანჩატურები, ტრენაჟორები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები; ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და კიდევ ერთი სასიამოვნო რეკრეაციული სივრცე ექნება ამ უბანს. აღნიშნული სამუშაოები ნოემბრისთვის იქნება დამთავრებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე.

სკვერის მოწყობის სამუშაოები, ჯამში, 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია