გიორგი ბარამიძე - 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრობიდან

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე დაესწრნენ.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ერის პროგრესულმა ნაწილმა აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს, როგორც საქართველო, ასევე მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები.

„დღეს გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვედით მიშას მამულში, ყვარელში, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული ადგილია. ჩამოვედით, რათა მიხეილ სააკაშვილის წიგნი წარგვედგინა ჩვენი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის წევრებისთვის, რომლებიც შემართული არიან იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა, აბსოლუტურმა, უმრავლესობამ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ, მიშა პუტინის პატიმრობიდან გავათავისუფლოთ, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიშას ლიდერობით ახალ საქართველოში, 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა ეს მოღალატეები ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, მიშას საფუძველი ექნება, რომ ბევრად მეტი წიგნი იმ კარგ საქმეებზე დაწეროს, რასაც ის და მისი გუნდი საქართველოს მშვიდობიანად გამთლიანებისათვის გააკეთებენ, მის ასაყვავებლად, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ