„ქართული ოცნება“ - ნაძალადევის რაიონის დელეგატი მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამჯერად, ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე სკვერში, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩებზე. დელეგატი ასევე შეხვდა ქართლის, კნოლევისა და ქსოვრელის ქუჩის მცხოვრებლებს.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ და ის ინფრასტრუქტურული საკითხები მოვისმინეთ, რაც მათ აწუხებთ. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც საუკეთესო იარაღია მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა