გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ უბანს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს, 10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში შოთაძის და მშვიდობის ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, ლისზე, თხინვალაში, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, გალავანი, კოტორაანთკარი, ბურიანი, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, წითლიანა, დოლასქედი, ზენუბანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა