გორის მერია - მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 14 ორგანიზაცია 19 პროექტის ფარგლებში 6 000-მდე ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.

„გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს. პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

პროექტების ბენეფიციარები არიან: შშმ ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები, ვეტერანები, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები.

პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებია: შინმოვლა, სარეაბილიტაციო კურსები, საყოფაცხოვრებო მომსახურება, სამედიცინო მომსახურება, საკვებით უზრუნველყოფა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სასწავლო კურსები.

პროექტების თანადაფინანსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 485 400 ლარი გამოიყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა