KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, KIU-ს კანცლერი თეა იმედაძე, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, პროექტის მენტორები და სტუდენტები დაესწრნენ.

2024 წლის საზაფხულო სკოლა ივლისში დაიწყო და სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეოთხედ განხორციელდა.

„წელს პროექტში 40-მდე წარმატებული სტუდენტი ჩაერთო. საზაფხულო სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებმა გაიარეს სტარტაპის შენების კურსი, ანტრეპრენერების, ნიკოლოზ გოგოჭურისა და ნიკოლოზ როსტომაშვილის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიეღოთ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები, დააკომპლექტეს გუნდები და ინოვაციური პროექტების მოდელები ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალურ ეტაპზე, დემო დღეს 10-მდე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

2024 წლის საზაფხულო სკოლის გამარჯვებული პროექტი გახდა „ვიჟინერი/VisionARy“, რომელიც გახლავთ AR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ავეჯის შეძენის მოქნილი ონლაინ პლატფორმა. პროექტზე იმუშავეს სტუდენტებმა მიხეილ უჯერაშვილმა, საბა საკანდელიძემ, გიორგი გაგუამ, მარიამ კაპანაძემ და ანრი აზრუმელაშვილმა. გასული წლების მსგავსად, გამარჯვებული პროექტის ავტორები KIU-სა და GITA-სგან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ. საზაფხულო სკოლის რჩეული გუნდი პორტუგალიაში, ინოვაციების ვებსამიტზე გაემგზავრება, სადაც საკუთარ პროექტს წარადგენს და გამოფენაშიც მიიღებს მონაწილეობას.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ოთხი წლის განმავლობაში მასში KIU-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიციირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია