გიგი წერეთელი - დარწმუნებული ვარ, საქართველო გზას გააგრძელებს ევროპული გზით, რადგან ეს ხალხის გადაწყვეტილებაა

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გზას გააგრძელებს ევროპული გზით, რადგან ეს ხალხის გადაწყვეტილებაა და ევროპული გზით წასვლა ნიშნავს ბევრი ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში, ბევრი სტრუქტურული და სხვა ფონდების არსებობას, რომლებიც გამოათავისუფლებს სხვადასხვა თანხას სოციალური მიმართულებით და ამაში დარწმუნდებით მაშინ, როდესაც ბარათზე დაგერიცხებათ პენსია , - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ღონისძიებაზე „ერთიანობა“ -პასუხობს ხალხს“.

ღონისძიებაზე პენსიონერმა დასვა კითხვა, როგორ აპირებთ პენსიის გაზრდას 1000 ლარამდე, საიდან მოდის ეს ფინანსები? - რაზეც წერეთელმა უპასუხა:

„ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც სვამენ ოპონენტები, როდესაც საუბრობენ პენსიებზე, განსაკუთრებით ხელისუფლება, რომელიც გედავება, რომ რა 14 მილიარდზე საუბრობ და ამის ნაცვლად ჩვენ ვისმენთ არა დაპირებას ხელისუფლების მხრიდან, რომ რამეს გააკეთებს, უკეთეს პირობებს შეუქმნის პენსიონერებს, არამედ ჰპირდება იმას, რომ ქვეყანაში ქაოსი უნდა იყოს, ოპოზიცია უნდა გაქრეს, არასამთავრობო სექტორი არ უნდა არსებობდეს, ეს არის დღეს მათი დაპირება და არა უკეთესი ცხოვრება.

რაც შეეხება კითხვას, მარტივ მაგალითს გეტყვით - უამრავი ფული იხარჯება აბსოლუტურად ტყუილად, რადგან ყალბი სამუშაო ადგილებია ქვეყანაში შექმნილი, ალბათ ათი ათასობით სხვადასხვა ადგილებში, სადაც ადამიანები არც დადიან ოფისებში, ამ ხელფასს იღებენ იმისთვის, რომ არჩევნებზე მიიყვანონ ხალხი, ამაში იყრება ფული და ეს ძალიან დიდი თანხებია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული გზით წავალთ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ხალხის გადაწყვეტილებაა და ევროპული გზით წასვლა ნიშნავს ბევრი ინვესტიციის, ბევრი თანხის შემოსვლას ქვეყანაში, ბევრი სტრუქტურული და სხვა ფონდების არსებობას, რომლებიც გამოათავისუფლებს სხვადასხვა თანხებს სოციალური მიმართულებით და ამაში დარწმუნდებით მაშინ, როდესაც ბარათზე დაგერიცხებათ პენსია“, - უპასუხა გიგი წერეთელმა პენსიონერის შეკითხვას.

ამ წუთებში ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებას მართავს - „ერთიანობა“ - პასუხობს ხალხს“ - სადაც თბილისის ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ - „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი პენსიონერების კითხვებს პასუხობენ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა