თამარ კორძაია - მიხარია, რომ გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად იქნება ის

ძალიან მიხარია, რომ გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად იქნება ის - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის “ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ქართული ქარტიის ერთგული რჩება, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხმა აიღოს პარლამენტში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ.

“ძალიან სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი ყველანი გიორგი მარგველაშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, საერთოდ, დაბრუნდებოდა თუ არა პოლიტიკაში, ეს იყო ძალიან ბუნდოვანი და რადგან ის დაბრუნდა, ძალიან კარგია და ამას მივესალმები. ძალიან მიხარია, რომ ოპოზიციურ სპექტრს ის გააძლიერებს და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად იქნება. მე ვფიქრობ, რომ ის არის მყარი დასავლური კურსის მატარებელი პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს პარლამენტს და მივესალმები, რომელი გუნდითაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი.

გიორგი მარგველაშვილი ერთ სიბრტყეში არ აყენებს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”, ის მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის მოიხსენიებს პოლიტპატიმრად, ამიტომ, შეუძლებელია, ეს ორი პარტია ერთ სიბრტყეში მოაქციოს.

არც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, არც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, არც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველოს დასავლური ორიენტაცია ეჭვქვეშ არ დამდგარა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მისი ოპოზიციურ ველზე ყოფნა. ჩვენ პარლამენტში ერთიანობით მუშაობა მოგვიწევს იმიტომ, რომ არანაირი ლოგიკით, დღეს რასაც ვხედავთ, ოპოზიცია ცალკეული გაერთიანებით ვერ მოიპოვებს იმხელა უმრავლესობას, რომ მარტო იმოქმედოს და ჩვენ ერთიანად უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ “ქართულ ქარტიას” და ამის ერთგული ვრჩებით. მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა ავიღოთ პარლამენტში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და მერე მივყვებით ამ პუნქტების შესრულებას. რეგიონებში ამომრჩევლებს რომ ვხვდებით, მერწმუნეთ, საერთოდ არ აინტერესებთ მათ, მთავრობა როგორ ჩამოყალიბდება. მათ აინტერესებთ პენსიონერებს რა ეშველებათ, რამდენად შესაძლებელი იქნება ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა სკოლაში და უფასო კვება ექნებათ თუ არა და უამრავი ასეთი პრობლემაა”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია