ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის მიერ უკრაინული სამხედრო ბრიგადის მომზადების საკითხი განიხილეს

საფრანგეთი, უახლოეს მომავალში, უკრაინულ ბრიგადას მოამზადებს და სრულად აღჭურავს, - ამის შესახებ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

შეხვედრის დროს ზელენსკიმ და მაკრონმა განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერება საფრანგეთის დახმარებით და სამხედრო წვრთნები.

კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა უკრაინულ ბრიგადას მოამზადებს და სრულად აღჭურავს.

საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო დროს ჩატარებული თემატური კონფერენციების შედეგები მშვიდობის ფორმულის ცალკეულ პუნქტებზე დაყრდნობით და ბირთვული უსაფრთხოების შეხვედრისთვის მზადება. ასევე ყურადღება გაამახვილეს მეორე სამშვიდობო სამიტის მომზადებაზე.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე სამხედრო დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ქვეყნის ახალ მთავრობასთან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება