დიდ დიღომში მამაკაცის დაჭრის საქმეზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმა ა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ჯ ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ - ბ.ჯ. და თ.ზ., თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს