საია - დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება - მათი აკრძალვის მუქარა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას

დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას, - ამის შესახებ სიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედურ ანგარიშში ნათქვამი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს.

„ანგარიში ასახავს ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებამდე (ივლისი-აგვისტო) საიას გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორების მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევებს/ტენდენციებს, რომლებიც ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე. მათ შორისაა: პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და აგიტაციაში ხელის შეშლის შემთხვევები; პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება; ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონცერტებში მონაწილეობის მიზნით; პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა და საჯარო ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა;

პარტიების აკრძალვის ინიციატივა:

„მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას „კრებსითი ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში არეულობის დათესვისა და ომის გაჩაღების სურვილში დაადანაშაულა.

ივანიშვილი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს გასამართლებით (აკრძალვით) დაემუქრა, ხოლო 26 ოქტომბრის არჩევნები ნიურნბერგის პროცესს შეადარა, „სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ვინ იგულისხ- მებოდნენ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში”. მისი თქმით, ამაში მოიაზრებოდა ფაქტობრივად ყველა მსხვილი ოპოზიციური პარტია თუ გაერთიანება და არა მხოლოდ კოალიცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შემავალი პარტიები“-ნათქვამია ანგარიშში.

საია დოკუმენტში მიუთითებს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან საჯაროდ ამ ტიპის გზავნილების გავრცელება შემაშფოთებელია. ანგარიშის თანახმად, მსგავსი რიტორიკა პრობლემურია, რადგან ის მიზნად ისახავს ოპონენტების სტიგმატიზაციას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაღვივებას.

რაც შეეხება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივ ქმედებებს და აგიტაციაში ხელშეშლას, როგგორც ანგარიშშია მოცემული, საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა საარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში ხელშეშლისა და ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმის შემთხვევები. მათივე შეფასებით, მსგავსი ქმედებები ზრდის პოლარიზაციის და კონფრონტაციის დონეს, რაც ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდზე და საფრთხეს უქმნის თავად არჩევნების დღის მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ანგარიშის მიხედვით, საიამ უარყოფითად შეაფასა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენი წილისყრის პროცედურების ვადის ცვლილება. სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ