პრეზიდენტი „ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე - ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, რა საცოდავი უნდა იყო, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი ხალხს უნამუსოდ შესთავაზო! - „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!

რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ “კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საარჩევნო ბანერებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხყოფაა.

„ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს...

რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!.. „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი