გია ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ საერთაშორისო კეთროვანია, მას ხელს არ ართმევენ, არ ესალმებიან

ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა იმ არასასურველ პირთა სიაში, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამართულ ვახშამზე არ მიიწვიეს და ამ სიაში ცნობილი დიქტატორები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო კეთროვანია, მას ხელს არ ართმევენ, არ ესალმებიან, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იზოლაციაში აქცევს საქართველოს, რისი დასტურიცაა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამართულ ვახშამზე პრემიერის არ მიწვევა.

„როგორც ცნობილია, პრემიერი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე იმყოფება, რომელიც ყოველ წელს ტარდება. „ქართული ოცნების“ მედიასაშუალებებმა მანამდე გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია. გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს ნიუ-იორკი და იქ ჩადიან გაერო-ს წევრი ყველა ქვეყნის მეთაური. სესიაზე გამოსულან ისეთი პირები, როგორებიც არიან ფიდელ კასტრო, უგო ჩავესი, მადურო, ასადი, ჰუსეინი და სხვები, მათ შორის, სანქცირებული ლიდერებიც.

ბატონი კობახიძე ამ რანგში იმყოფება გენერალური ასამბლეის სესიაზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნება“ იზოლაციაში აქცევს საქართველოს და ამის კიდევ ერთი დასტური გახლავთ ის, რომ ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა იმ არასასურველ პირთა სიაში, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ, გენერალური ასამბლეის სესიის პარალელურად გამართულ ვახშამზე არ მიიწვიეს. ამ სიაში არიან ცნობილი დიქტატორები, როგორიცაა პუტინი, მადურო, ასადი, ჩრდ. კორეის ლიდერი და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ხელმძღვანელები. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლურია.

აშშ-ს მხრიდან ამას უკვე გაეცა პასუხი იმ სანქციებით, რომელიც დაწესებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სანქცირებულ ხელისუფლებას სადმე შეეყვანა სახელმწიფო. „ქართული ოცნების“ პირობებში შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ქართული ოცნება" საერთაშორისო კეთროვანია, „ქართულ ოცნებას“ არ ესალმებიან, ხელს არ ართმევენ, ჩვენ კი ვექცევით ისეთ საერთაშორისო იზოლაციაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სიღარიბეს და სიღატაკეს ჰპირდება. ამიტომ, ეს უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს, როცა ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, ერთიანობით გაიმარჯვებს და უარს ეტყვის ამ მოღალატურ ხელისუფლებას“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ