„ქართული ოცნების“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან  აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერ - ლაშა ტალახაძესთან და ოლიმპიურ ჩემპიონ, საარჩევნო სიის მეათე ნომერ - გენო პეტრიაშვილთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის წარმატებული სპორტსმენების გავლენა და მათთვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა. დელეგატის თქმით, სწორედ სპორტსმენების გამოცდილება აძლევს ახალგაზრდებისთვის ამის თქმის შესაძლებლობას.

„წარმატება ვუსურვე ოლიმპიურ ჩემპიონებს ჩემთან ერთად ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში დგომას გულისხმობს. ერთად, კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას!“- განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს