„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისში ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აღმასრულებელ მდივანთან - გიორგი მირიანაშვილთან ერთად, ბოლნისის საარჩევნო შტაბში ახალგაზრდებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მასში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს არსებული ახალგაზრდული პროექტები, პროგრამები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

„ახალგაზრდები არიან ჩვენი ენერგიის წყარო და მომავალი, მათ აქვთ განსაკუთრებული, ახალი ხედვა ამა თუ იმ საკითხზე და ყოველთვის ვიქნებით მათი მხარდამჭერები“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება