„ალდაგი“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ კამერული და მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, „თბილისური ბროწეულების“ მხარდამჭერია, რომელიც სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს და მასში თორმეტი ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობს.

„ალდაგის“ ინფორმაციით, ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მიზანია კამერული და მონო სპექტაკლების განვითარება.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კამერული და მონო სპექტაკლების თეატრალურ ფესტივალს. ამ ჟანრის სპექტაკლები ქართულ თეატრში არც ისე ხშირად გვხვდება. გვჯერა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დაინტერესებას და ამ მიმართულების განვითარებას“, - აცხადებენ „ალდაგში“.

მათივე ცნობით, „ალდაგი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+, წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის ბიზნესში და იკავებს წამყვან პოზიციებს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა