საქართველოს ფინანსთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ ლან ფუანს შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ლაშა ხუციშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც ხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრას 2024 წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში