პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხაშურის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვემო და ზემო ოსიაურის, ასევე, ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრისას ზაალ დუგლაძემ შეაჯამა სოფელში განხორციელებული პროექტები და ისაუბრა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, სოფელ ოსიაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურა აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა