„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობას.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ შორის, აღინიშნა, რომ უბანში რაიონში 6 ჰექტარზე მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა, ასევე დაწყებულია მაღალი ძაბვის სადენების მიწის ქვეშ მოქცევის პროექტი, მიმდინარეობს ბარბარეს უბნისა და აფრიკის დასახლების დამაკავშირებელი გზის მოწყობა და ა.შ.

„ადგილობრივების საჭიროებებიდან გამომდინარე, დაისახა შემდგომი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები და დელეგატის თქმით, მსგავსი შეხვედრები და მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება