აკაკი ბობოხიძე - „ევროპული საქართველო“ მხარს „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს და სწორედ ამის გამო საპარლამენტო სიას არ წარვადგენთ

ხმების არ დაკარგვის მიზნით „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მიიღებს მონაწილეობას - „ევროპული საქართველო“ მხარს „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს და სწორედ ამის გამო საპარლამენტო სიას არ წარვადგენთ, - ეს განცხადება დღეს, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

ბობოხიძის თქმით, “ევროპული საქართველო“ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხმების არ დაკარგვის მიზნით “ევროპული საქართველო” საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობს და მხარს “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას” უჭერს. სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ საპარლამენტო სიასა არ წარვადგენთ, მაგრამ “ევროპული საქართველო”, მე - როგორც გენერალური მდივანი და ჩვენი თითოეული თანამებრძოლი აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში, რათა 26 ოქტომბერს დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი დემოკრატიული, მშვიდობიანი არჩევნების გზით”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება