ალეკო ელისაშვილი - ქართულ პოლიტიკურ  სივრცეს სჭირდება სუფთა ადამიანები და ჩვენ ასეთ გუნდს წარვადგენთ - სწორება ექვთიმე თაყაიშვილზე და ილია ჭავჭავაძეზე გვაქვს!

როგორც შხამიან ოთახს სჭირდება სუფთა ჰაერი, ის შხამი რომ გაიწმინდოს, ასე სჭირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სუფთა ადამიანები - ასეთ გუნდს წარვადგენთ დღეს ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო სიის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას.

„პოლიტიკა ჩვენში ბინძურ საქმედ ითვლება. არადა, სინამდვილეში, პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას. ჩვენთან პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მარტო საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეს ემსახურება, მაგრამ, გავიხსენოთ, ნიკო ნიკოლაძე, ის იყო პოლიტიკოსი, ის იყო ფოთის მერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების, ანუ მაშინდელი პარლამენტის წევრი; ექვთიმე თაყაიშვილი - იყო პოლიტიკოსი, ის იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის დამფუძნებელი კრების ვიცე -სპიკერი, თავმჯდომარის ამხანაგი; ილია ჭავჭავაძე - იყო რუსეთის იმპერიული სახელმწიფო საბჭოს წევრი, არჩეული წევრი, იყო პოლიტიკოსი.

შესაძლოა, დღეს თქვენ წინაშე ექვთიმე თაყაიშვილები და ილია ჭავჭავაძეები ვერ წარვდგეთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სწორება მათზე გვაქვს. ის გუნდი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ვართ ის ადამიანები, ვისაც სწორება სწორედ ასეთ დიდებულ ქართველ პოლიტიკოსებზე გვაქვს და არა იმ მათზე, ვინც ხელისუფლებაში არიან, გადამგდებები, მატყუარები, ქოსატყუილები და აგერ უკვე, ღია მოღალატეები.

როგორც შხამიან ოთახს სჭირდება სუფთა ჰაერი, ის შხამი რომ გაიწმინდოს, ასე სჭირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სუფთა ადამიანები, პროფესიონალები, კვალიფიციურები და რაც მთავარია, ამ ქვეყანაზე შეყვარებულები, რათა საქართველოს ემსახურებოდნენ, ქართველ ერს ემსახურებოდნენ და ემსახურებოდნენ ქართული სახელმწიფო ინტერესს და არა სხვა ქვეყანასა და რუსეთს. ასეთ გუნდს წარვადგენთ დღეს ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“. #9 დაიმახსოვრეთ, ეს არის ჩვენი კოალიციის ნომერი და ეს უნდა გააფერადოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია