თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

26 სექტემბერს „აგროჰაბის“ რიგით მეექვსე ფილიალი, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბ.კვერნაძის ქ, #7/პ.ასლანიდის ქ.#12 ნომერში გაიხსნა. ახალი ფილიალის მთავარი კონცეფცია უცვლელია, რაც გულისხმობს ცენტრალური საწარმოდან თითოეული ფილიალის ყოველდღიურად „აგროჰაბის“ წარმოების, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას. „აგროჰაბის“ ტრადიციული ჰიპერმარკეტისგან განსხვავებით, სპორტის სასახლის ფილიალი უფრო მცირე ზომისაა.

„მოხარულები ვართ, რომ „აგროჰაბის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. კომპანია იზრდება და გვემატება ფილიალები, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნაზეა მორგებული. რა თქმა უნდა ახალი ფილიალიც, მსგავსად სხვა ობიექტებისა ჩვენი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქტებით მომარაგდება ცენტრალური საწარმოდან. მომხმარებელს დახვდება ასევე სხვა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი და „აგროჰაბის“ იმპორტის მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს ქსელში შეიძენთ.

გარდა ამისა პერიოდულად ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სიახლეებს სხვადასხვა პროდუქტის წარმოების მიმართულებით“, - განმარტავს „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ „აგროჰაბში“ ამჟამად დასაქმებულია 2000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 150-მდე ადამიანი ახალ ფილიალში დასაქმდა.

2024 წელი „აგროჰაბისთვის“ მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა, რადგან კომპანიას დაემატა ორი ახალი ობიექტი - სანაპიროზე და სპორტის სასახლის მიმდებარედ. 2025 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება კიდევ ერთი ფილიალი საბურთალოზე, ჭილაძის ქუჩაზე, ასევე იგეგმება „აგროჰაბის“ ფილიალის გახსნა ქუთაისშიც.

(R)

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო