მამუკა მდინარაძე - თალაკვაძე და ოდიშარია სიაში არ არიან, მათთან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს - ხატია წილოსანი დიპლომატიურ სამსახურში იქნება, ელგუჯა გოცირიძემ კი თქვა, რომ ბიზნესში დაბრუნება ურჩევნია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია არ არიან, რადგან მათთან ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის.

„საბოლოო ჯამში, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის. მათ შორის, ლევან მგალობლიშვილი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად აირჩა. სულ ერთი ან ორი ადამიანია ისეთი, რომლებთანაც კონსულტაცია მათივე ნებით აღმასრულებელ რგოლებში ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე არ მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე სიაში არ არის. ყველამ იცით, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება ჯერჯერობით, სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანებიც. მაგალითად: ბექა ოდიშარიასთან ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ასევე, ხატია წილოსანი, რომლის სურვილიც იყო და პრემიერის შეთავაზებაც - ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, დიპლომატიურ სამსახურში.

ელგუჯა გოცირიძემ თვითონ თქვა, რომ ურჩევნია ისევ ბიზნესში დაბრუნდეს, რადგან პარლამენტარობის გამო ჩართული ვერ იყო, ხოლო სხვებთან დანარჩენებთან, აბსოლუტურად, ყველასთან ძალიან სერიოზული კონსულტაციები კონკრეტული მიმართულებით აღმასრულებელ სფეროში მიმდინარეობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის თანახმად მმართველი პარტიის რეიტინგი 60%-მდეა.

„კვლევების თანახმად, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ მეორე ადგილზეა, ბარიერის გადალახვის შედარებით მეტი შანსი აქვს გვარამიას პარტიას, შედარებით ნაკლები „ლელოს“.სხვა პარტიებს, მათ შორის გახარიას პარტიას გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე