ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელიც მიეყიდა და ბოლომდე ჩაბარდა ოკუპანტ რუსეთს, ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელიც მიეყიდა და ბოლომდე ჩაბარდა ოკუპანტ რუსეთს, ჩვენი გუნდის, „ძლიერი საქართველოს“ მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო სიის სახით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წარუდგინა პატრიოტი, კომპეტენტური, ენერგიული, გამარჯვების სია.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველა თვისება, უნარი, რომ ქვეყანა დააბრუნონ ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გზაზე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გავუჩინოთ განცდა, რომ მის გვერდით ჭირსა თუ ლხინში დგას ძლიერი სახელმწიფო, რომელიც იცავს და ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი გუნდი, რომელიც ამ ქვეყანაში შექმნის სამართლიანი ანაზღაურებით 200 000 სამუშაო ადგილს, თითოეული ხანდაზმული ადამიანისთვის 1 000 ლარიან პენსიას. ეს არის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანაში აუცილებლად ააშენებს ანაკლიის პორტს, ქალაქს და ეს პროექტი საქართველოსთვის მოიტანს არამხოლოდ ეკონომიკურ წინსვლას, არამედ საქართველოს გადააქცევს უმნიშვნელოვანეს გლობალურ მოთამაშედ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება