მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას ეწინააღმდეგება გარედან დავალებული „მეხუთე კოლონა“ - ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს ამერიკის ადმინისტრაცია და კონკრეტული სენატორები

ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას ეწინააღმდეგება გარედან დავალებული „მეხუთე კოლონა“ - ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს ამერიკის ადმინისტრაცია და კონკრეტული სენატორები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველას მოუწოდებს, რომ „ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა გაერთიანება, ეკონომიკური განვითარება“.

„სხვა დიდ ქვეყნებს მოვუწოდებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ამ ოაზისში მობრძანდით და გავხადოთ ეს სამხრეთ კავკასია, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარეც სტაბილური, იმისთვის, რომ ადამიანის კეთილდღეობაც, ბიზნესიც, ეკონომიკაც, გარემოც განვავითაროთ, ამისთვის მზად ვართ - ეს არის ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკის გაცხადება. ამას ვინ ეწინააღმდეგება და ვინ „კრიახობს“? ეს გარედან დავალებული მეხუთე კოლონა. ძალიან კარგია საზოგადოებისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად შეხედოს. ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს გინდ ამერიკის ადმინისტრაცია, გინდ კონკრეტული სენატორები. გზავნილები, რომლებითაც პირდაპირ შანტაჟით მოგვიწოდებენ, რომ დაგასანქცირებთ, ვიზალიბერალიზაციას გავაუქმებთ. რატომ? - დემოკრატიული უკუსვლაა და რაში მდგომარეობს ეს დემოკრატიული უკუსვლა, მიპასუხებს ვინმე?“ - განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა