უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი - საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი ეწვია.

მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილე უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებულ პოლიტიკას აფასებს.

„27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა ტურიზმისთვის. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თაოსნობით ტარდება ეს ღონისძიება. ჩვენ უამრავ პროექტს ვახორციელებთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება მშვენიერია. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ასეთი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს ერთად კრებს, რაც თავისთავად გამოცდილებებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის კარგი შესაძლებლობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, საოცარი ღონისძიების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა უზბეკეთის ტურიზმის მინისტრმა.

ადმინისტრაციის განმარტებით, 27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი, აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.

ცნობისთვის, ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს